სასწავლო პროექტის გეგმა

1პროექტის სახელწოდება:

" პოლიტიკური ავანტიურა "ვეფხისტყაოსანში"

2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით; 

მოსწავლეები შეძლებენ უცნობი ინფორმაციის ტექსტის გაგება- გააზრებას,  სკუთარი თვალსაზრისის წარდგენას აუდიტორიის წინაშე

3.პროექტის აქტუალობა; 

პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეები შეძლებენ მიზეზ- შედეგობრივი კავშირის დადგენას XII საუკუნის საქართველოს პოლიტიკური ვითარებისა  მათთვის უცნობ ინფორმაციასთან  მიმართებით

4.პროექტის მიზანი; 

მოსწავლეები გაეცნობიან უცნობი ინფორმაციის შემცველ ტექსტს, ჩამოაყალიბებენ  საკუთარ დამოკიდებულებას ღნიშნულ მასალასთან დაკავშირებით


5.მონაწილეთა ასაკი; Xკლ.

6.ვადები, ხანგრძლივობა; ერთი კვირა

7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას;

 მოსწავლეები შეძლებენ  XII საუკუნის სქართველოს პოლიტიკური ვითარებაში გარკვევას, ჯგუფის წევრებთან ერთად საპრეზენტაციო მასალის მომზადებას, ბუკლეტები, ინტერვიუები, საპრეზენტაციო მასალა

8.პროექტისთვის საჭირო რესურსები; 

ლევან გიგინეიშვილის, გია მურღულიას კრიტიკული წერილები, მართალი სამართლის პრინციპები, ფორმატი, ფურცლები, ფლომასტერები, კალამი

9.პროექტის მსვლელობა, ძირითადი აქტივობები; 

მოსწავლეებთან ერთად დამატებითი მასალების მიმოხილვა, მათი შერჩევა, მიმართულების მიცემა

10.საგნებთან , საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
ისტორია,ქართული ენა და ლიტერატურა

  • ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
  •   ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია საკლასო დისკუსიებში მონაწილეობის მიღება.

  • ჯგუფთან ერთად ამზადებს სადისკუსიო გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს საკითხს, მოიძიებს ინფორმაციას, შეიმუშავებს თვალსაზრისს, რომელსაც გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;

11.პროექტის ხელმძრვანელი (მასწავლებელი); მარინე მაზანაშვილი

12. ხელმძრვანელის ელ-ფოსტა; marinemazanashvili@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი; https://ictmazanashvili.blogspot.com/p/blog-page_9.html

No comments:

Post a Comment