Friday, July 20, 2018

რეფლექსია

პროექტებით სწავლება მნიშვნელოვანია, პროექტით სწავლება ითვალისწინებს მოსწავლეთა  დაინტერესებასა და ჩართულობას,ასევე შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. განსაზღვრავს სასწავლო პროექტის მიზნებს, ამოცანებს, საფეხურებს, პასუხისმგებლობებს. უხსნის მოსწავლეებს, რატომ მისცა მათ ესა თუ ის ფუნქცია და რაში გამოადგებათ ამ პროექტში მონაწილეობა. მასწავლებელი უთითებს მოსწავლეებს ინფორმაციის წყაროებს.სახავენ ამოცანებს, ინაწილებენ ფუნქციებს, ათანხმებენ ამ ყველაფერს მასწავლებელთან, ასრულებენ დასახულ საქმიანობებს, ირჩევენ ინფორმაციის წყაროსა და ისტ საშუალებებს. ანგარიშს აბარებენ მასწავლებელს. განიხილავენ შედეგებს.

Monday, July 16, 2018

გაკვეთილის პრეზენტაცია




პრეზენტაციის სრულყოფილად სანახავად შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ

ტექნოლოგიის გამოყენების მნიშვნელობა საგაკვეთილო პროცესში


ტექნოლოგიების გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილი  ვიზუალურად უფრო ადვილად აღსაქმელია და მოსწავლისთვის გაკვეთილი ხდება სახალისო და საინტერესო, ადვილად დასამახსოვრებელი,იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა და  შეასაბამისად მოტივაცია.